Saturday, April 6, 2013

პროექტის აღწერა



პროექტი



 პროექტის სახელწოდება:
ძაღლი ადამინის მეგობარი

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
ძაღლის ჯიშების დანიშნულება (რომელი ჯიში სად შეგვიძლია ვიყოლიოთ: ბინაში, მთაში, სანადიროდ  და ..)

პროექტის აქტუალობა
ძაღლის ჯიშების სწორად შერჩევა

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, თუ რომელი ჯიშის სად გამოიყენებადა რომელი ჯიშის ძაღლის ყოლა შეიძლება ოჯახში, მთაში, სანადიროდ და .

მონაწილეთა ასაკი:
მეექვსე კლასი

ვადები/ხანგრძლივობა:
5-7 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს ეცოდინებათ ძაღლის ჯიშების დანიშნულება/გამოყენება, მიხვდებიან რომელი ჯიშის ძაღლი უფრო შეეფერებათ თავად.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კითხვარები, ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი, დიკტოფონი, კომპიუტერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებათ: პატარა, საშუალო და დიდი ჯიშის ძაღლები. თითოეულ ჯგუფს აქვს კითხვარები. ჯგუფის წევრებს შორის ნაწილდება ფუნქციები: სურათების გადაღება/მოძიება, ვიდეოს გადაღება/მოძიება, ინტერვიუ კინოლოგთან და რიგით მოქალაქეებტან (არა აქვს მნიშვნელობა ყავთ თუ არა ძაღლი), ვიზიტი ძაღლსაშენში (როგორ გამოყავთ ძაღლის ჯიშები, თითოეულ მათგანს როგორი მოვლა და პირობები სჭირდებათ), ვიზიტი ქალაქის მერიაში, რათა გაიგონ თუ რა ზომებს იღებს მერია მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
..
 
პროექტის  ხელმძღვანელი მასწავლებელი:
მარიანა აბულაძე

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:
მარიანა აბულაძე

პროექტის  ვებგვერდი/ბლოგ





"ვინც ძაღლს სახლიდან გააგდებს, ის თავის მეგობარსაც ადვილად გაიმეტებს"


უფალმა ცხოველები უფრო ადრე შექმნა, ვიდრე ადამიანები. ყველა ცხოველი უფლის საყვარელი ქმნილებაა. შესაბამისად, ადამიანები მათ სიყვარულით უნდა მოვექცეთ და არა – აგრესიით. ზოგადად ცხოველის ყოლა სახლში საპასუხისმგებლო საქმეა, უნდა ვიცოდეთ, რაგვარი ურთიერთობა გვქონდეს ამ არსებასთან, რა არის მართებული და რა – არა. მაგალითად, ქრისტიან მორწმუნეებში გავრცელებულია შეხედულება, რომ ოჯახში ძაღლის ან სხვა ცხოველის ყოლა რელიგიურად დაუშვებელია, თითქოსდა ამ დროს სულიწმინდა ტოვებს სახლს. ან კიდევ, გასათვალისწინებელია ხატების კუთხე, რომ მასთან ცხოველს შეხება არ ჰქონდეს და ა.შ. ამ საკითხებზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, მამა გიორგი სხირტლაძე გვაძლევს განმარტებებს. – მამაო, ცხოველიც და ადამიანიც უფლის ქმნილებები არიან. როგორი ურთიერთობა დაუწესა მათ ღმერმა? – "მხეცნი – მორჩილნი ადამიანთა", – ასე წერია ბიბლიაში. როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი, საცხოვრებლად მას განუწესა სამოთხე, ყველა სიკეთით და ნეტარებით შემკული ადგილი. ადამს, რომელიც აბსოლუტურად უცოდველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ემორჩილებოდნენ მხეცები და თვინიერნი ხდებოდნენ. ყველა ცხოველი სრულ ურთიერთთანხმობაში იმყოფებოდა ერთმანეთთან და იკვებებოდა მიწიდან აღმონაცენით. ყველაფერი შეცვალა შემოქმედის რისხვამ, როცა ადამი და ევა დაწყევლა. "წყეულ იყავნ ქვეყანა საქმეთა შინა შენთა", – უთხრა მან ადამიანს. ვიცით, რომ დაატყდა დედამიწას წყევლა და დაიზუზუნა ქარმა, აბობოქრდა ქარიშხალი, ატყდა ჭექა–ქუხილი, გაჩნდა წვიმა, თოვლი, სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა. ცხოველებმა კი მორჩილება და სიყვარული დაკარგეს ადამიანის მიმართ; იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ღვთის მორჩილება დაკარგა. ისინი გადაემტერნენ მას. ზოგიერთ მათგანს ადამიანი იმორჩილებს ძალით. სხვა ცხოველებთან ადამიანი არის მტრობასა და შეურიგებელ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში. ძალიან მცირე სახეობა დარჩა მისი ერთგული, როგორც პირვანდელი საყოველთაო სიყვარულის სევდიანი ძეგლი და ნიმუში. უმეტესობა მისგან გადაიხვეწა და დაიმალა უღრან ტყეებში, თვალუწვდენელ ველებში, მთის ხეობებსა და ბნელ გამოქვაბულებში. როდესაც მოულოდნელად წააწყდებიან თავიანთ პირვანდელ მფლობელს, ველურ და მტრულ მზერას მიაპყრობენ, მასში თითქოს დამნაშავეს, უფლის მტერს ხედავენ. მაგრამ თუ ადამიანს წმინდა გული აქვს და უზაკველ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ის წმინდად წარმართავს თავის ცხოვრებას, უფლის შეწევნით, შეუძლია დაიბრუნოს პირველქმნილი მეუფება ცხოველთა სამყაროზე. გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდა შიო მღვიმელს მგელი, სერაფიმე საროველს – დათვი, დავით გარეჯელთან საკვები მიჰქონდა ირემს და ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია. – შესაბამისად, ცოდვაა ცხოველთა ჩაგვრა და წვალება? – ძირითადად ცხოველებს პატარები და მოზარდები აწვალებენ. სურთ, ცხოველთა ჩაგვრა და ამ ჩაგვრის ყურება. უნდა ვიცოდეთ, როდესაც ბავშვი ცხოველთან ურთიერთობაში იზრდება, ის, პირველ ყოვლისა, შემოქმედს ადიდებს თავისი ცნობიერებით, მდგომარეობით, ქცევით. შეიძლება ის ბოლომდე ვერ ხვდება, რომ ცხოველი უფლის ქმნილებაა, მაგრამ ის სამყაროსთან, ბუნებასთან, ცხოველებთან ურთიერთობაში იწყებს იმის გათავისებას, რომ ეს ყველაფერი არ შეიქმნებოდა ტყუილად და მისი ერთადერთი შემოქმედი უფალი ღმერთია. ცხოველთა ჩაგვრა ცოდვაა. მშობელმა შვილს ეს უნდა აუხსნას და გააგებინოს. ადამიანმა, რომელიც ცხოველს დაჩაგრავს და გააწვალებს, აღსარებაში უნდა მოინანიოს. ცხოველი, როგორც უკვე ვთქვი, უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე ადამიანი. ის უფლის ქმნილებაა და მას კეთილად, სიყვარულით უნდა მოვეპყრათ. – ჩვენი რელიგიით, რამდენად გამართლებულია ძაღლის ან სხვა ცხოველის ყოლა სახლში? – კი, შეიძლება. უფალი გვეუბნება, თუ იქნებით მორწმუნეები, მლოცველები, თუ შესთხოვთ ზეციურ მამას წყალობასა და კეთილდღეობას, მაშინ ცხოველი კი არა, უამრავი ბრბო ეშმაკებისა, დაცემული სულებისა რომ გებრძოდნენ, ვერაფერს დაგაკლებენო. რადგან ცხოველი სახლში, ოთახში ცხოვრობს, ამის გამო არ არის საჭირო სახლი ხელმეორედ იკურთხოს. თუ ოჯახის წევრები ეკლესიურები, მლოცველები არიან, მარხვას ინახავენ, მათი სახლისთვის ცხოველს ზიანის მოტანა არ შეუძლია. მართლმადიდებლებში არსებობს არასწორი მიდგომა, რომ თითქოს, როდესაც ცხოველი შედის ნაკურთხ სახლში, სულიწმინდა გადის იმ სახლიდან და ანგელოზი ტოვებს იმ ოჯახს. ეს არის მცდარი შეხედულება. ამ მოსაზრებას არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო ცხოვრებასთან, აზროვნებასთან და კანონიკასთან. ხატებს ჩვენი მხრიდან დახმარება, დაცვა არ სჭირდებათ, პირიქით, აქეთ გვეხმარებიან, გვაძლიერებენ და საოცარ მადლს გვაძლევენ საკუთარი სიწმიდითა და ნეტარი მდგომარეობით. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს, რომ თუ ოთახში ძაღლი ან კატა შევა, ამით რამე დაშავდება. – თუკი იმ ოთახში შევა ცხოველი, სადაც ხატების კუთხეა მოწყობილი? – სამლოცველო ოთახში, ჯობია, რომ ძაღლი და ზოგადად ცხოველი არ შევიდეს, რადგან ის არის სალოცავი ადგილი და სიწმინდე უნდა იყოს დაცული. თუნდაც ესთეტიკური თვალსაზრისით, უკეთესია, რომ ოთახი, სადაც ხატების კუთხეა, დაკეტილი იყოს. მცდარია აზრიც, რომ თითქოს ეკლესიის ეზოშიც არ შეიძლება ძაღლის ყოლა. დღეს ძალიან ბევრ მონასტერში არამხოლოდ ძაღლები ჰყავთ, არამედ მათ გაზრდა–მოშენებასაც ეწევიან, რათა ის ჯიშები, რომლებიც საქართველოში არსებობდა, არ გადაშენდეს. არამარტო ადამიანებს უნდა მივაგოთ პატივი, არამედ ღვთის ქმნილებებსაც. ცხოველი მგრძნობიარე არსებაა, მას გააჩნია სამშვინველი, რომელიც არ ჰგავს ადამიანის სამშვინველს, ის არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცხოველს აძლევს გადაადგილების, ყნოსვის, მოძრაობის საშუალებას, ესე იგი მას აქვს ორი მთავარი გრძნობადი მდგომარეობა: გულისწყრომისა და გულისთქმის, ანუ მას შია, სწყურია, უხარია და რაღაც სწყინს. ცდება ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოველები, შინაური ან გარეული, უარყოფით როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. თავად სახარებაში უფალი გვასწავლის, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ მის ქმნილებებს, რადგან ყველაფერი, რაც დაიბადა, შეიქმნა, აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანისთვის. – რამდენად მისაღებია, როცა ცხოველებზე ზედმეტად ზრუნავენ, მათ შვილებივით, ადამიანებივით ექცევიან? – ცხოველებთან ურთიერთობა ყოველთვის ზომიერი უნდა იყოს. ზოგ ოჯახში ცხოველები გაფეტიშებული ჰყავთ, რაც, რა თქმა უნდა, გაუკუღმართებული მიდგომაა. კარგია, როდესაც ადამიანი ზრუნავს ცხოველზე, სახლში ჰყავს, მაგრამ ხშირად ადამიანები მეტ სითბოს და სიყვარულს ძაღლის ან კატის მიმართ გამოხატავენ, ვიდრე ბავშვის მიმართ. ბევრს არ ჰყავს შვილი, თუმცა შეუძლია, რომ ჰყავდეს. ამის ნაცვლად კი მათ მთელი სითბო, ზრუნვა და ყურადღება შინაურ ცხოველებზე გადააქვთ. ტობითის წიგნში აღწერილია, როგორ მიდიოდნენ ტობია და ანგელოზი და როგორ მიჰყვებოდა მათ გვერდით ძაღლი. ვინც ძაღლს სახლიდან გააგდებს, ის თავის მეგობარსაც ადვილად გაიმეტებს, თავიდან მოიშორებს. ხშირად ადამიანები ცხოველებს უტოვებენ სახლ–კარს, ქონებას. ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ცხოველს ეს ყველაფერი საერთოდ არ სჭირდება. მას სჭირდება მხოლოდ საკვები, რომ იარსებოს და სასიცოცხლო ძალები მოიკრიბოს. გაკერპება და გაფეტიშება როგორც ცხოველის, ისე ადამიანის, ღვთის თვალში დანაშაულია.




როდის დაძმობილდნენ ადამიანი და ძაღლი?

სამწუხაროდ, ზუსტი თარიღი უცნობია, ისევე როგორც პირველი შინაური ძაღლისა და იმ ადამიანის სახელები, რომლებმაც ეს ნაბიჯი პირველად გადადგეს. არც ისაა ცნობილი, თუ რა იყო მათი დამეგობრების მიზეზი. ჩვენამდე მხოლოდ ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა მოაღწია: რომ ძაღლი პირველი მოშინაურებული ცხოველია. მოშინაურებამდე კი მისი გარეგნული შტრიხები გარკვეულწილად შეიცვალა. ეს ჩვ.წთ.აღ-მდე 30-17 ათასი წლის მოხდა. .. ”პირველყოფილიძაღლის ძვლები, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, ამავე წლებით თარიღდება. 
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროინდელი ძაღლის მსგავსება მგელთან ერთი-ერთთანაა, თუმცა სახე უკვე ისეთი ჩამოყალიბებული ჰქონდა, როგორმაც ჩვენამდე მოაღწია. გენეტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით მათი პირველი განმასხვავებელი ნიშანი ქრომოსომაა, რომელმაც ცვლილება თანდათანობით განიცადა. ბრინჯაოს ხანიდან ზუსტად 5 ათასი წლის წინ კი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების 5 ძირითადი ტიპი ჩამოყალიბდა: მგლისსახოვანი, საჯიშე, სამწყემსო, მალი და პოინტერი. თუმცა ვერც იმას გეტყვით, თუ ვინ იყო ძაღლის წინაპარი, რადგან ბევრი შინაური თუ გარეული ცხოველების მშობლები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. აი ჩარლზ დარვინი ფიქრობდა, რომ ჩვენი მეგობრის თითქმის 400 სახეობის საერთო წინაპარი მგელია. ცნობილმა მკვლევარმა კონრად ლორენსმა საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით კი დაამტკიცა, რომ ზოგიერთი ჯიშის ძაღლი მგლის, ზოგი კი ტურას შთამომავალია. 
მოკლედ, კაცმა არ იცის რა მოხდა პალეოლითის ხანაში. ერთი რამ კი ცნობილია, რომ ადამიანი, მიუხედავად თავისი ოთხფეხა მეგობრის წარმომავლობისა, მაინც ემეგობრება მას და ზოგჯერ საკუთარი ოჯახის ერთ-ერთ მთავარ წევრადაც მიიჩნევს. ამ ორ ძმობილს შორის მუდმივად მეგობრული დამოკიდებულებაა, თუმცა ზღვარი ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს. ამიტომ ძალიანაც ნუ გაათამამებთ მიამიტური გამომეტყველების ლამაზ არსებებს, რადგან წამიერი უყურადღებობის შემთხვევაში მათი დამოკიდებულება საკმაოდ მკაცრი იქნება. ხომ გაგიგონიათცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა ცხარეაო”.